ინტერნეტსივრცეში, მულტიმედია ჟურნალისტიკა ყველაზე მოთხოვნადია, რადგან თუ ხარ მულტიმედიაზე მონუშავე ჟურნალისტი, ნიშნავს რომ შენ მხმზად ხარ ყველაფრისთვის: გადაღებისთვის, საუბრისთვის, ექსტრემალურ სიტუაციებში სხარტად წერისთვის და ყოველგვარი ტექნიკური ამბებისთვის.
ის ჟურნალისტები, რომლებსაც მხოლოდ პრესაში მუშაობის გამოცდილება აქვთ, რეალურად, გაუჭირდებათ თანამედროვე, მულტიმედიური ჟურნალისტიკისთვის ფეხის აწყობა, რადგან მათ მხოლოდ წერა ეხერხებათ. ტელევიზიაში ნამუშევარი ჟურნალისტებისთვის კი შესაძლოა სხარტი, გამართული წერა იყოს დამაბრკოლებელი. ამიტომ, ექსტრემალურ სიტუაციებში ჟურნაკისტური საქმიანობისთვის თავის კარგად გასართმევად ყველაფრის (წერა, საუბარი, ტექნიკური სამუშაო) ცოდნაა აუცილებელი. სწორედ ამ "ყოვლისმცოდნეობას" მოიცავს მულტიმედია ჟურნალისტიკა, რაც ვთვლი, რომ ხელსაყრელი და მოსაწონია, რადგან ჟურნალისტიკა, ვინაიდან უმეტესად ექსტრემალურ საქმიანობასთან ასოცირდება, ვთვლი, რომ ამ პროფესიუთ მიმუშავე ადამიანები, თუ პროფესიონალობაზე აქვთ პრეტრნზია, ნებისმიერ ტექნიკურ თუ სხვა პრობლემას უნდა შეეჭუდონ.
საქართველოში სოციალური ქსელები და მულტიმედია განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს. თითოეული მათგანი კი განსხვავებული ტიპის კომპანიას შეეფერება:
სოციალური ქსელები (Facebook-ი, MySpace-ი და სხვა) - შეეფერება კომპანიას, რომელსაც სურს ფანების ინტერაქციის გზით შექმნას პლატფორმა, სადაც არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ერთმანეთთან ექნებათ კომუნიკაცია. კომუნიკაციის პროცესი უწყვეტი, რეგულარული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი კარგავს გვერდის მიმართ ინტერესს, იკლებს ჩართულობის კოეფიციენტი და სოციალური მედიააქტივობა არამიზნობრივი ხდება. მარკეტინგის მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამიჯვნა.
სოციალური ქსელი მომხმარებელს მუდმივ კომუნიკაციაში უნდა რთავდეს და უზრუნველყოფდეს მის ინტერესს ინდუსტრიის მიმართ. სხვადასხვა სოციალურ ქსელს შორის facebook-ი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს. მის მიმართ კომპანიების ინტერესს, ფართო მიზნობრივ აუდიტორიასთან დაუყოვნებლივ წვდომა განაპირობებს.
მულტიმედია (YouTube-ი, SlideShare-ი, Flickr-ი) - შეეფერება ისეთ კომპანიას, რომელსაც აქვს „მდიდარი მედია" ფოტო/ვიდეო მასალის სახით და სურს მისი ვირტუალური გზით გავრცელება. მულტიმედიის სხვადასხვა საშუალებას შორის ქართველი მომხმარებელი YouTube-ს ანიჭებს უპირატესობას, მათი აქტივობა ამ საიტზე მაღალია და, შესაბამისად, ეს კარგი პლატფორმაა კომპანიებისთვის ბრენდინგის პროცესში. მომხმარებელი, რომელსაც მოსწონს კონკრეტული ფოტო ან ვიდეო, ხშირად აზიარებს მას, ამით კი ზრდის კომპანიის, მისი პროდუქტისა და მომსახურების ცნობადობას და ეხმარება ბრენდს პოზიციონირებაში.
No comments:
Post a Comment