Saturday, January 21, 2017

მედია და ინოვაციები




ტრადიციული მედია და ჟურნალისტიკის როლი თანამედროვე მედიაში


ინტერნეტმომხმარებლების მატებამ, უნდა ითქვას, რომ  ტრადიციული მედიის პოპულარობა მნიშვნელოვნად შეამცირა. მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში, მედიასა და ექსპერტთა წრეებში გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც მსოფლიო საზოგადოება საყოველთაოდ  აღიარებულ სტანდარტულ მედიას ადგილს ისტორიაში მიუჩენდა. ამ აზრს ახალი მედიის სწრაფი განვითარებაც დაემატა, საინფორმაციო ალტერნატივა უფრო მარტივი და პრაქტიკული აღმოჩნდა, რამაც ჟურნალ-გაზეთების ტირაჟის შემცირება გამოიწვია.  კომპიუტერითა და ინტერნეტით აღჭურვილ მკითხველსგაზეთის საყიდლად სახლიდან მოშორებით გასვლა აღარ უწევდა. ტექსტურ ინფორმაციასთან ერთად ინტერნეტში აუდიო-ვიდეო ფაილებიც ჩნდება.  



გამომცემლებმა და რედაქტორებმა კი ბიზნესის გადარჩენის მარტივ და მნიშვნელოვან ხერხს მიაგნეს. მანამდე გაკრიტიკებული თანამედროვე მედია საკუთარ გამოცემებთან გააერთიანეს. მსოფლიო ,,მედია ბაზარზეგაჩნდა ისეთი საგაზეთო გიგანტების ინტერნეტ ვერსია როგორიცაა: ,,ნიუ იორკ თაიმსი”, “გარდიანი”, ,,ვაშინგტონ პოსტიდა .. მარტივად რომ ვთქვათ, გაზეთი გაზეთად რეალიზდება, ხოლო ინტერნეტი მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე თავის საქმეს აკეთებს. ახალმა ტექნოლოგიურმა ტენდენციამ მედიის განვითარება არათუ შეაფერხა, არამედ უფრო ეფექტური გახადა.





საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ კუს ნაბიჯებითმიხოხავს”. ჩვენში ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის ინტერნეტის დანიშნულება და მნიშვნელობა.  ეს იმ დროს, როდესაც ბევრ ისლამურ ქვეყანაში საპოროტესტო აქციების ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება, რის გამოც იქაური მთავრობები პრევენციის მიზნით ამ ქსელების ბლოკირებას ახდენენ.



საქართველოში კომპიუტერის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის შესახებ იდეა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ეკუთვნის, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების საინფორმაციო ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებას და ინტერნეტის სარფიანად გამოყენებასცხადია ეს ნაკლებკავშირშია ონლაინ მედიასთან, თუმცა ინტერნეტ ტექნოლოგიების ზოგადად დაუფლება სამოქალაქო აქტივობასაც აამაღლებს და ონლაინ მედიის მკითხველთა რაოდენობასაც. ახალი მედიის წარმომადგენელთა მიერ ინფორმაციის შეფუთვა ტრადიციულისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. new media, რომელიც ძირითადად სააგენტოების სახითაა წარმოდგენილი, ორიენტირებულია ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებაზე.
შესაბამისად, საგაზეთო ინფორმაციული შენიშვნებისგან განსხვავებით, სააგენტოს news -ის მოცულობა უფრო მცირეა. ინტერნეტ მედიის პროდუქტია ბლოგინგი (სოციალური მედია). ის თავისი არსით, საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირდება. ბლოგ პოსტი საინფორმაციო სააგენტოებში და მითუმეტეს, ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მასალებისგან განსხვავედება. აქ წერილები ჟურნალისტურ სტანდარტებს ნაწილობრივ ექვემდებარება. ბლოგის შექმნა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქესმას არ სჭირდება არანაირი ლიცენზია.
თავის მხრივ, სოციალური მედიის გავრცელებამ ხელი შეუწყო საინფორმაციო სააგენტოებისა და ინტერნეტ ტელევიზიებისთვის აუდიტორიის გარკვეული ნაწილის ჩამოშორებას და აქაც, როგორ ინტერნეტ და ტრადიციული მედიის შემთხვევაში მოხდა ანალოგიური სვლა. დღესდღეობით, თითქმის ყველა განვითარებულმა ინტერნეტ საინფრომაციო პორტალმა, ბლოგს საკუთარ წიაღში მიუჩინა ადგილი.  იმისთვის, რომ ახალმა გამოგონებებმა არსებული მედიასაშუალებები არ გააქროს, ის თავად ახდენს ახლადდაბადებულთან ინტეგრაციას. ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ, მაღალმა კონკურენციამ და კომერციულმა ინტერესებმა მედია მისი ძირითადი ფუნქციის, მართალი ინფორმაციის გავრცელების გარეშე დატოვა. ბევრი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და როგორც ავღნიშნეთ ყოველივეს უძველესი პროფესიის განვითარებად მიიჩნევს.


ინოვაციური ჟურნალისტიკა და აუდიტორიის ქცევის ზეგავლენა


ინოვაციური ჟურნალისტიკა, რომელიც ადამიანთა საქმიანობის ერთ-ერთ ინფორმაციულ-მმართველობით ფორმას წარმოადგენს, სპეციფიკურ ფუნქციებს ახორციელებს, რომელთა რეალიზაციით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი ადგილი და როლი გასაგები ხდება. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ჟურნალისტიკა მიზანსწრაფული, ფუნქციონირებადი სისტემაა და სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან ერთად, მისი დანიშნულება საზოგადოების მართვას წარმოადგენს.

ჟურნალისტიკის საქმიანობა მით უფრო ნაყოფიერი იქნება, რაც უფრო სრულად გავიზიარებთ მის შინაგან კანონებს. თანამედროვე ინფორმაციულ და კონკურენტუნარიან გარემოში ხშირად ვსაუბრობთ მედიის მანიპულირებად
როლზე, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მასობრივ აუდიტორიაზე. თავის მხრივ, მასობრივი აუდიტორია ხშირად ინფორმაციული მრავალფეროვნების მსხვერპლია, ან პირიქით, სხვადასხვა არხის მიერ სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებული ინფორმაციის.

მედიას ერთსა და იმავე დროს სუსტი და ძლიერიგავლენის მოხდენაცშეუძლია. ეს ორმაგი მტკიცება შეუძლებლად ჟღერს, მაგრამ თუკი დავაკვირდებით, ამას ჩვენვე მარტივად შევამჩნევთ. საკმარისია დავინახოთ განსხვავება ადამიანებსა და მათ შეხედულებებზე, დამოკიდებულებებსა და ქცევაზე ხანგრძლივი და ხანმოკლე მოქმედების გავლენას შორის, რომელსაც ჩვენ საზოგადოებაში დამკვიდრებული და
მიღებული კულტურული ნორმებისა და სოციალური ინსტიტუტების
შეცვლა შეუძლია. მასობრივ კომუნიკაციას საზოგადოების სოციალური და
კულტურული ცვლილების საქმეში დიდი როლის შეტანა შეუძლია. მედია
ხანგრძლივი დროის მანძილზე აშუქებს საზოგადოებაში მომხდარ
კონკრეტულ მოვლენას და ჩვენთვის მათ ინტერპრეტირებასაც ახდენს.




ადამიანები ხშირად იცვლიან მოსაზრებებს იმ საკითხების მიმართ, რომელთაც მედია ხშირად აშუქებს და განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს ამტკიცებს. ამავდროულად, საზოგადოება ტექნოლოგიურ პროგრესსაც ეგუება, რაც თავისთავად ახალ შეხედულებებს აყალიბებს და იგი ქცევაშიც გამოისახება, ვლინდება. ათვისების თეორიის მიხედვით, მედია იმ ადამიანების ყურადღებას იპყრობს, რომელთაც
ინოვაციისკენ მიდრეკილება აქვთ და ამ მხრივ სოციალურ ცვლილებებში
მონაწილეობს. ის, ვისაც სიახლის ადვილად ათვისება შეუძლია, თავის
მხრივ მედიის მიერ კულტურულ სიახლეს აიტაცებს და პრაქტიკაში
დანერგავს.

 თანამედროვე პირობებში მედია დიდ როლს თამაშობს და ზემოქმედებს საზოგადოებაზე. სწორედ ამას მოწმობს ფუნქციათა პრინციპული არსის ახლებური გაგება. მოგეხსენებათ, თანამედროვე მეცნიერებას ამა თუ იმ პრობლემის გლობალურ ჭრილში განხილვა ახასიათებს. არსებულ სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურაში ასახული მასალა ზოგადი ხასიათისაა, ხოლო რაც შეეხება მრავალრიცხოვან მონოგრაფიას, საკითხები ამ კუთხით ვიწროდაა განხილული, მაშინ როდესაც აღნიშნული პრობლემატიკის კვლევის დროს, თანამედროვე რეალობაა გასათვალისწინებელიმოქმედმა ჟურნალისტებმა სწორედ საზოგადოებრივი აზრის
კვალდაკვალ უნდა გაითვალისწინონ რჩევა-შენიშვნები და მომავლის
ჟურნალისტიკისაკენ მიმავალ გზას მათივე საქმიანობიდან გამომდინარე,
პრაქტიკული ღირებულებების გათვალისწინებით დაადგნენ.

დიდად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თემის პრაქტიკული დანიშნულება განსაზღვრავდეს პრობლემის გამოვლენას, რაც აღნიშნული საკითხის უდავო სიახლეს წარმოადგენს. მედიის ფუნქციები ერთ-ერთი რთული, საინტერესო და ამავდროულად პრობლემური.

სამოქალაქო საზოგადოება მზარდი ფენომენია, რომელიც ყოველდღიურად კიდევ უფრო ახლებურად ყალიბდება, იხვეწებავითარდება და გარკვეულ ინსტიტუტებსაც აარსებსშესაბამისადთანამედროვე გარემო მასზე მორგებას მოითხოვს. 21- საუკუნემ ერთგვარი სტანდარტი შემოგვთავაზა: გადარჩება ის, ვინც  ძლიერიამეტწილად, როგორიცაა საზოგადოების დაკვეთა, შესაბამისია მიწოდებაცჩვენ შემთხვევაში დამკვეთი აუდიტორიაა, ხოლო მიმწოდებელი  მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებიმედიაბაზარი. მოგეხსენებათ, ურთიერთობა ორმხრივი პროცესია და იგი მხოლოდ ცალსახა, ცალმხრივი კომუნიკაციის ამარა წარმოუდგენელია. შესაბამისად, მედიის ფუნქციური დანიშნულება განწირულია, თუ არ არსებობს მედიააუდიტორია, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს უყენებს ამ უკანასკნელს. 



ციფრული მაუწყებლობა


ციფრული ჟურნალისტიკა/ონლაინ ჟურნალისტიკა, ეს არის თანამედროვე ჟურნალისტიკის ფორმა, რომლის საშუასლებით, სარედაქციო კონტენტი ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება.

გასული საუკუნის ბოლოს, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებამ უზრუნველყო ახალი სისტემის გაჩენა, რომელიც ძველი მაუწყებლობისგან ტექნიკურად სრულად განსხვავდება და მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ციფრული მაუწყებლობა სიხშირეების მიღება-გავრცელებისთვის ახალ ტექნიკურ საშუალებებს იყენებს. ია არის ტექნოლოგიური პლატფორმა ახალი რეალობის შესაქმნელად. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, ვფიქრობ რომ ტელევიზიის განვითარებას  უპირობოდ უწყობს ხელს. სიხშირეები განსხვავებულად იტვირთება და ჩვენც ჩვენთვის სასურველ ჰიპერრეალობაში ვართ. ციფრული მაუწყებლობის არსებობა ნიშნავს, რომ  ადამიანი არ იყენებს სატელიტურ ანტენასსაკაბელო ტელევიზიას და არ იყენებს ახალ მოქნილ რესურსებს (მაგალითად, Silk TV და ..).




სამაუწყებლო ბაზარზე, ვხვდებით ისეთ სერვისებს, როგორიცაა Silk TV, MagtiSat და .. ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის შუამავალი გახდნენ სიხშირის მისაღებად, რადგან შემდგომ ციფრულ მაუწყებლობაში არ დაიკარგონ და არ გაკოტრდნენ.  ტელევიზიის გამოწვევა  ყველა ადამიანზე, თითოეულ სუბიექტზე მორგებული საეთერო ბადეა, რომელიც გადახვევების ფუნქციით სულ უფრო მოქნილი და თან არააქტუალურია. აი, მაგალითად ჩემო ოჯახი უკვე სარგებლობს ასეთი სერვისით, სერვისით სადაც ტელევიზია მორგებულია ჩვენს დროით გრაფიკებზე და ჩვენ არ ვერგებით ტელევიზიას. დილით მე მცალია და საღამოს ეთერს ვუყურებ, საღამოს კი ჩემი და დილის ეთერს. ამიტომ ვამბობ, თანამედროვე სამყაროში დრო მკვდარია. თუმცა ერთი წინაღობა კვლავ რჩება, ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ განვლილი მასალის ყურება შეგვიძლია, წინ გადასწრება კი ჯერ ისევ გამორიცხულია. ანუ დრო მთლად ვერ მოვკალით, თუმცა ვფიქრობ, მომავალში - აი, 2020 წლისთვის ჩვენს ტელევიზიებს ეს ფუნქციაც ექნებათ.


2020 წელს ჩვენ ყველას ჩვენი პირადი ტელევიზია გვექნება. ჩვენ შეგვეძლება საკუთარი ხელით შევქმნათ საეთერო ბადე, სატელევიზიო პროგრამა და განვიტვირთოთ უსახური გადაცემებისგან. აი, მაგალითისთვის, მე მიყვარს ცხოველები, ბუნება და ჩემი პულტის მეშვეობით სხვადასხვა არხებიდან, სხვადასხვა სასაათო გგრაფიკებში ვსვამ მსგავსი შინაარსის გადაცემებს. შემდეგ ვზივარ და ჩემს პირად სატელევიზო კუთხეში ჩალაგებულ გადაცემებს მთელი ღამე ვუყურებ. აი ასეთი ინოვაციების ეტაპია ციფრული მაუწყებლობა.

ციფრული მაუწყებლობის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მისი ინტერნეტიზაციაც გახდება. 2020 წელს ჩვენ დავიკარგებით ვირტუალურ სამყაროში. ჩვენი რადიო, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი და კომპიუტერი ერთიან ინტეგრირებულ ვირტუალურ სამყაროში ჩაიძირება. ჩვენ ყველას გვექნება ჩვენი სივრცე - პატარა ან დიდი, მყუდრო ან ეფექტური და იქ მოვათავსებთ მუსიკალურ და ვიდეო კატალოგებს, ახალ ამბებს და ფოტო ისტორიებს, დროის გეგმარებს და სასიყვარულო თავგადასავლებს. ტელევიზია გამოგვყვება ყველგან, სამზარეულოსა და საძინებელში, მეტროსა და ველოსიპედზე. აი, ასეთი მოქნილი გახდება ჩვენი ტელევიზიის პროგრამები.




დღეს ქართული სატელევიზიო არხები უკვე აქტიურად ცდილობენ ციფრული მაუწყებლობის დანერგვას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი საკმაოდ დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ვფიქრობ, რომ სამაუწყებლო კომუნიკაციების ბევრი მენეჯერი შიშით ელოდებოდა 2015 წელს. ეს ცოტათი ბიბლიურ მეორედ მოსვლას აგონებთ ალბათ, მაგ დროს გადაირჩევიან ტელევიზიები, ზოგი მომავლის მხარეს დადგება, ზოგიც კიდევ წარსულში დარჩება.

ფულადი და ტექნიკური რესურსი, ახალი სიხშირეები და მათი განაწილების ხერხები,  ის საკითხებიარომელიც მომავალში, ჩვენი ტელევიზიების მდგომარეობაზე დიდ გავლენას იქონიებს. დიდი შანსიაზოგიერთი ტელევიზია მართლაც, გაქრეს. თუმცა, მათ ადგილას ახალი მაუწყებლობები აუცილებლად გაჩნდებიან. ამ თუ ახალი სატელევიზო არხებით, საქართველო მაინც მივა ახალ ტექნოლოგიურ რევოლუციამდე. მულტიმედიურ და მულტილინგვისტურ, იტეგრირებულ და გლობალურ, ახლა ბევრად უფრო ინტერაქტიულ არხებამდე. ტელევიზიები ეცდებიან მოძებნონ მიზნობრივი აუდიტორიები და მათთვის გარკვეულ ენციკლოპედიებად იქცნენ. შეიცვლება სარეკლამო ბაზარიც, საეთერო ბადეც და მოკლედ ყველაფერი, რაც ახლა წარმოგვიდგენია ან ვერც კი მოვიაზრებთ.



სოციალური მედია და მისი ზეგავლენა მედია პროდუქტის შექმნაზე


რა არის სოციალური მედია? ეს ონლაინკომუნიკაციის უწყვეტი ფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქსელის დახმარებით მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მუდმივად იყვნენ ჩართული მათთვის საინტერესო პროცესების შეფასებასა და განხილვაში. კომპანიები, რომელთაც მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის სოციალური მედია აირჩიეს, უკვე საუბრობენ მის ფინანსურ ეფექტზე და ლოიალური მომხმარებლების გაზრდილ მაჩვენებელზე. 

სოციალური მედიასაშუალებების მრავალი სახეობა არსებობს და ამ არხების გამოყენების ეფექტი მათ სწორ შერჩევაზეა დამოკიდებული. ინდუსტრიიდან გამომდინარე, ისინი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია:

სოციალური ქსელები, მულტიმედია, ბუკქმარკინგი, პოდკასტი, ვიკი, ბლოგები, მიკრობლოგები და სხვა სოციალური ქსელები, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იპყრობს კომპანიების ყურადღებას. საქართველოში სოციალური ქსელები და მულტიმედია განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს. თითოეული მათგანი კი განსხვავებული ტიპის კომპანიას შეეფერება:
სოციალური ქსელები (Facebook-, MySpace- და სხვა) - შეეფერება კომპანიას, რომელსაც სურს ფანების ინტერაქციის გზით შექმნას პლატფორმა, სადაც არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ერთმანეთთან ექნებათ კომუნიკაცია. კომუნიკაციის პროცესი უწყვეტი, რეგულარული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი კარგავს გვერდის მიმართ ინტერესს, იკლებს ჩართულობის კოეფიციენტი და სოციალური მედიააქტივობა არამიზნობრივი ხდება. მარკეტინგის მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამიჯვნა.



სოციალური ქსელი  მომხმარებელს მუდმივ კომუნიკაციაში უნდა რთავდეს და უზრუნველყოფდეს მის ინტერესს ინდუსტრიის მიმართ. სხვადასხვა სოციალურ ქსელს შორის facebook- უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს. მის მიმართ კომპანიების ინტერესს, ფართო მიზნობრივ აუდიტორიასთან დაუყოვნებლივ წვდომა განაპირობებს. 

მულტიმედია (YouTube-, SlideShare-, Flickr-) - შეეფერება ისეთ კომპანიას, რომელსაც აქვსმდიდარი მედია" ფოტო/ვიდეო მასალის სახით და სურს მისი ვირტუალური გზით გავრცელება. მულტიმედიის სხვადასხვა საშუალებას შორის ქართველი მომხმარებელი YouTube- ანიჭებს უპირატესობას, მათი აქტივობა ამ საიტზე მაღალია და, შესაბამისად, ეს კარგი პლატფორმაა კომპანიებისთვის ბრენდინგის პროცესში. მომხმარებელი, რომელსაც მოსწონს კონკრეტული ფოტო ან ვიდეო, ხშირად აზიარებს მას, ამით კი ზრდის კომპანიის, მისი პროდუქტისა და მომსახურების ცნობადობას და ეხმარება ბრენდს პოზიციონირებაში. 

საინტერესოა კომპანიების მიერ ბლოგებისა და მიკრობლოგების გამოყენებისხარისხიმ ავალი ექსპერტის განცხადებითის საყურადღებოა ისეთი ორგანიზაციებისთვისრომელთაც ინდუსტრიის ექსპერტად პოზიციონირება სურს. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ორგანიზაციას აქვს Facebook გვერდი, მასზე განთავსებული სხვადასხვა ფოტო/ვიდეო თუ ტექსტური ინფორმაციით, ეს არ არის საკმარისი მომხმარებლისთვის. მომხმარებელს სურს კომუნიკაცია, დასმულ შეკითხვებზე სწრაფი პასუხი, გაკეთებულ კომენტარზე დროული რეაგირება, სიახლეების შესახებ დროული ინფორმირება და შეგრძნება, რომ ის კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.

არსებობს მრავალი პარამეტრი, რომელიც სოციალურ მედიააქტივობას აფასებს. შეფასების საკუთარი ანალიტიკური სისტემა გააჩნია სხვადასხვა ქსელს (მაგალითად, Facebook Insights-, YouTube Views-, Google Alerts-სა და სხვ.) თუმცა არსებობს ფასიანი კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც კომპანიების მონიტორინგის ამომწურავ საშუალებას იძლევა.


მონიტორინგის სხვადასხვა საშუალებას შორის მსოფლიოში არსებული, სოციალურ მედიაში აქტიური კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ შემდეგ ინსტრუმენტებს: GoogleAnalytics-, SocialBakers-, KISSmetrics-, SocialFlow-. საქართველოში სოციალური მედიის მონიტორინგი ნელი ტემპებით ვითარდება, თუმცა ის ყველგან წარმოადგენს მარკეტინგის განყოფილების მუშაობის შეფასების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს.
რა როლს ასრულებს სოციალური მედია 21-ე საუკუნეში ადამიანის ცხოვრებაში? საზოგადოების დიდი ნაწილი ახალ ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით იღებს. 

სოციალური მედია  ბოლო დროს უფრო ხშირად მოხსენიებული, როგორც ახალი მედია. ეს არის ინფორმაცია, რომელიც იქმნება და გადაიცემა ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, ინტერნეტით. ახალი მედია ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, გაავრცელოს ის ინფორმაცია რაც მას სურს. გააშუქოს ნიუსი იმ კუთხით, როგორც მას უნდა. ტრადიციული მედია, სანამ მაყურებლამდე მივა რამდენიმე ეტაპს გადის. სოციალურ მედიაში კი შეცვლილია ზოგადად ნიუსის გაგება. ნიუსია ყველაფერი - ობამას გამარჯვება არჩვენებში და სამეგრელოს რომელიმე მცხოვრების წარმატებული ასპარეზობა სოფლის პირველობაზე მკლავჭიდში.

სოციალურ მედიაში უპირველესად, ბლოგები მოიაზრება. ყველასთვის ხელმისაწვდომი, უფასო ინფორმაციის მიღების წყარო, რომელიც დიდ როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში.

ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულ ვებ-საიტს რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.




მთელს მსოფლიოში ბლოგი პრესის შემცვლელი გახდა, საქართველოც არ ჩამორჩება სიახლეებს. უამრავი ადამიანისთვის ბეჭდური მედია უინტერესო გახდა. როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ხდება ადამიანები ინტერნეტს მიმართავენ და ჩვეულებრივი ავტორების მოწოდებულ ინფორმაციას ენდობიან. 

სოციალური მედიის მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. სასურველია ამა თუ იმ სტატიის კითხვისას ნეიტრალური პოზიცია ჩანდეს, რამდენიმე წყარო საუბრობდეს ფაქტთან დაკავშრებით. მსგავსი ტიპის სტატიები ბლოგერებისა და თვითონ ბლოგის მიმართ ნდობას იწვევს. 

ამრიგად, ჯანსაღი აზრი, ყოველთვის მივა საზოგადოებამდე. სოციალური მედიის მესვეურებმა უნდა სცადონ მისი სწორად ფორმულირება. თქვენ თუ არა ამას სხვა მაინც გააკეთებს. ბლოგერი ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს, ინფორმაციის წყაროა. ადამიანი კი მისი მიღების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ აუცილებელია ხალხს სწორი, მიუკერძოებელი ინფორმაცია მიეწოდოს. გულწრფელობა, საინტერესოობა და თავისუფლება-მთავარი კრიტერიუმებია. ასე უფრო გაგიადვილდებათ აგრძნობინოთ მკითხველს, როგორიზუსტი, სანდო და დროული მეგზური ჰყავსკონკრეტული სოციალური მედიის საშუალებით.



პროფესიული მედია და სამოქალაქო ჟურნალისტიკა - ალტერნატიული მედია აუდიტორიის ჩართულობით


მედიამ მასობრივი სახე XIX საუკუნის ოციან წლებში მიიღო, როდესაც გერმანიაში გუტენბერგმა სტამბა გამოიგონა. ამით ინფორმაციის დაბეჭდვა და კოპირება ადვილი და საზოგადოების ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

მოგვიანებით, ბეჭდვით მედიას დაემატა ხმა, აუდიო საშუალება - რადიო, ცოტა მოგვიანებით მედია აუდიოვიზუალური გახდა. ჩვენს ოჯახში გაჩნდა დიდი შავი ყუთი ცისფერი ეკრანით. XXI საუკუნეში კი მედიის ტრადიციულ საშუალებებს ინტერნეტი დაემატა, ჩვენი საუკუნის ცივილიზაციის პირმშო. 

აღსანიშნავია, რომ ვინაიდან პროფესია-ჟურნალისტი და ზოაგდად, ჟუტრნალისტიკა, გარკვეულ ექსტრემთან, მოულოდნლობებთან ასოცირდება. ჟურნალისტები ხშირად ხვდებიან საფრთხეებსაც.

ჟურნალისტიკასთან დაკავშირებულ პროფესიულ საფრთხეებზე საუბრისას გასათვალისწინებელია სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო სადაც მათ უწევთ საქმიანობა. ჟურნალისტების მიერ ჟენევაში დაფუძნებულმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ PRESS EMBLEM CAMPAIGN (PEC) საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჟურნალისტებისათვის მუშაობა სახიფათოა. აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაცია ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტით ხელმძღვანელობდა. PEC-ის შედგენილ სიაში საქართველო დაღუპულ ჟურნალისტების რაოდენობით მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა




არიან ჟურნალისტები, რომლებიც იმიტომ კი არ იღუპებიან, რომ ქვეყანაში შექმნილია ექსტრემალური, საომარი ან კონფლიქტური სიტუაცია, არამედ იმიტომ, რომ პროფესიიდან გამომდინარე ცნობისმოყვარეები არიან. სწორედ იქჰყოფენ ცხვირს”, სადაც არ აწყობთ მავანთ და მავანთ. ყოველთვის ვიღაცასთვალში ეჩხირებიანდა სააშკარაოზე გამოაქვთ კორუფციული საქმიანობა. ეს ის შემთხვევაა, როცა ჟურნალისტიხორცმეტიხდება და საჭიროა მისითავიდან მოცილება”.

ეს რაც შეეხებოდა ჟურნალისტიკის ტრადიციულ დარგებში მომუშავე ჟურნალისტებს. არანაკლებწყალობენონლაინ ჟურნალისტებსაც. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) კვლევით, მსოფლიოში ინტერნეტ ჟურნალისტებს უფრო ხშირად აპატიმრებენ, ვიდრე სხვა მედიასაშუალებების თანამშრომლებს.




CPJ-
ცნობით 2008 წლის პირველი დეკემბრისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საპყრობილეში 125 ჟურნალისტი იმყოფება, აქედან 56 ონლაინ ჟურნალისტია, ანუ ბლოგერები რომლებიც ინტერნეტში სტატიებს ათავსებენ.

და მაინც, როგორც საშიში, სარისკო და ექსტრემალურიც უნდა იყოს პროფესია, ის მაინც რჩება ერთ-ერთ აუცილებელ პროფესიად, რომელიც საზოგადოების ყურისა და თვალის ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქართულ სინამდვილეში ახალი ფენომენია. სამოქალაქო ჟურნალისტიკა ინგლისური ტერმინის Citizen Journalism ქართული შესიტყვებაა. სანამ ამ ტერმინს შინაარსობრივად განვმარტავთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ტერმინი სამოქალაქო ჟურნალისტიკადამკვიდრებულია, როგორც თარგმანი ინგლისურენოვანი ტერმინისა Civic Journalism, რაც ნიშნავს ისეთ ჟურნალისტიკას, რომელიც მოტივირებულია არა მხოლოდ კომერციული ინტერესებით ან თუნდაც ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მოსაზრებებით როგორიცაა მაგალითად ფაქტების პირუთვნელი გადმოცემა, არამედ საზოგადოებაში გარკვეული ღირებულებების გაძლიერებით”.

 სამოქალაქო ჟურნალისტიკაგამოყენებულია საჯარო ჟურნალისტიკის“ (PublicJournalism) სინონიმად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ქართულ ენაზე გამოცემულ მელვინ დეფლორისა და ევერეტ დენისის წიგნში მასობრივი კომუნიკაციის გააზრებისთვისაქ ასეთ განმარტებას ვხვდებით ჟურნალისტიკის ეს ახალი სტილი საზოგადოებრივი პრობლემების დიაგნოსტიკისა და მათი გადაჭრის გზებს ეძებსჟურნალისტები ცდილობენ მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებისგანვითარებას. ეს მათი ნებაყოფლობითი ძალისხმევაა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.




სამოქალაქო ჟურნალისტიკა განიმარტება, როგორც ახალი ამბებისა და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების პროცესში მოქალაქის ან მოქალაქეთა ჯგუფის აქტიური მონაწილეობა, რისი მიზანიც დემოკრატიისათვის საჭირო დამოუკიდებელი, სანდო, ზუსტი, მრავალმხრივი და რელევანტური ინფორმაციის მიწოდებაა. კიდევ ერთი განმარტების მიხედვით, „როცა ხალხი ძველად უბრალოდ აუდიტორიას იყენებს მის ხელთ არსებულ ჟურნალისტურ საშუალებებს იმისათვის, რომ სხვებს ინფორმაცია მიაწოდოს, ესაა სამოქალაქო ჟურნალისტიკა.

მოქალაქე ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაცია (NACJ), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა, ერთმანეთისაგან განასხვავებს მოქალაქე ჟურნალისტებსადაშემთხვევით ჟურნალისტებს“ (accidental journalists). შემთხვევითი ჟურნალისტები ის ხალხია, ვინც მოულოდნელად მოვლენის ეპიცენტრში აღმოჩნდება, გადაიღებს ფოტოს ან ვიდეოს და ატვირთავს მას სოციალური ქსელების საიტებზეროგორებიცაა ,მაგალითად, Facebook, MySpace ან Twitter;  ან ახალი ამბების ვებგვერდებზე, როგორებიცაა CNN-ის iPerport ან Fox News-ის uReport. მოქალაქეთა ჟურნალისტიკა კი ჟურნალისტიკის სწრაფად განვითარებადი ფორმაა, სადაც რიგითი მოქალაქეები იჩენენ ინიციატივას, გააშუქონ ახალი ამბები ან გამოთქვან საკუთარი შეხედულებები მათს საზოგადოებაში მიმდინარე ამბების შესახებ. ეს არის ახალი ამბები ხალხის შესახებ, მომზადებული ხალხის მიერ და ხალხისთვის. მოქალაქე ჟურნალისტები არიან დამოუკიდებელიისინი არ მისდევენ დადგენილ ჟურნალისტურ ნორმებსა და პროცესებს, ჩვეულებრივ მუშაობენ რედაქტორების გარეშე. მოქალაქე ჟურნალისტები აგროვებენ, ამუშავებენ , იკვლევენ, აშუქებენ, აანალიზებენ და აქვეყნებენ ახალ ამბებსა და ინფორმაციას, უმეტესწილად, იმ მრავალფეროვანი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, რასაც მათ ინტერნეტი სთავაზობს.



სამოქალაქო ჟურნალისტიკა მოქალაქეთა ჟურნალისტიკის ისეთ ტიპს გულისხმობს, სადაც ჩამოყალიბებულია ორგანიზაციული სტრუქტურა და არ არსებობს გარკვეული შეზღუდვები. მოქალაქე ჟურნალისტები სრული თავისუფლებით სარგებლობენ, მათი საქმიანობა ძალიანაა დამოკიდებული ინდივიდზე და თვითრეგულირებადია. ისინი ანგარიშვალდებულნი მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე და არა მათ გარშემომყოფ, უფრო მაღალი ინსიტუტის წინაშე. 



No comments:

Post a Comment