Friday, April 7, 2017

რისთვის გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია?




ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც არც თუ ისე ცოტახანს ველოდით, უკვე მიანიჭა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლოდინის მიზეზი ბევრ ჩვენგანს შესაძლებელია გაცნობიერებული არც ჰქონდეს.

რისთვის გვჭირდება ქართველებს ევროპა და ვიზის ლიბერალიზაცია? იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლა საშუალებას მოგვცემს, ბოლოსდაბოლოს ვნახოთ რა არის ევროპა. ვნახოთ, როგორია გამწვანებული ქალაქები, მოწესრიგებული მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კეთილგანწყობილი, ბედნიერი ხალხი.. ვნახოთ, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგ არ მთავრდება, რომ შეიძლება, მოხუცს ფერადი ტანსაცმელი ეცვას და საღამოობით კლუბში ცეკვავდეს. ეს ყველაფერი უნდა ვნახოთ, რადგან უკან დაბრუნებულებს ჩვენც მოგვინდეს, მსგავსი გარემოს შექმნა. და გვქონდეს არა ბიოლოგიურ, არამედ, მენტალურ საწყისებზე დაფუძნებული თავისუფლების ქონის სურვილი.

ვიზა-ლიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მიღებას, ის გვანიჭებს საშუალებას, ყოველ 6 თვეში 3 თვე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ამასთან, უვიზო რეჟიმი მართალია საქართველოს მოქალაქეებს არ ანიჭებს ევროკავშირში მუშაობის საშუალებას, რა საკითხიც ასეთი პრობლემურია ჩვენთან, არამედ ის ქმნის შესაძლებლობას, მოკლევადიანი ვიზიტის ან ვიზიტების შედეგად, პირმა მოიძიოს სამუშაო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა პროცედურის გავლის შემდეგ, ასევე კანონიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სამუშაოდ წავიდეს.

No comments:

Post a Comment