Friday, April 28, 2017

თიბისი გალერეაში ლადო გუდიაშვილის სატირული გრაფიკის გამოფენა გაიმართა


თიბისი გალერეაში, ლადო გუდიაშილის ფონდისა და თიბისი ბანკის ორგანიზებით, მხატვრის სატირული გრაფიკის ციკლიდან 35 ნახატი გამოიფინა.

როგორც ლადო გუდიაშვილის ფონდის დამფუძნებელი ანანო მელივა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ამ გამოფენის გამართვის ინიციატივა, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, სპონტანურად გაჩნდა.

„გამოჩენის იდეა ძალიან სწრაფად გაჩნდა, სპონტანურად. აქ იყო ფიროსმანის გამოფენა და მის გამოფენაზე ვსაუბრობდით მამუკა ხაზარაძესთან“, - განაცხადა ანანო მელივამ.

თიბისი გალერეის დარბაზში, გამოფენაზე მისულებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ, შეეფასებინათ ნამუშევრები, თუმცა დაცუსაფრთხოების სამსახური მათთვის ფოტოს გადაღების უფლებას არავის აძლევდა. გამონაკლისები, არ ჟურნალისტები ვყოფილვართ. მიზეზი, თუ რატომ არ გვქონდა ამის უფლება, არავის განუმარტავს.

გამოფენაზე, დამთვალიერებლებს შორის იყვნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები, მხატვრობით დაინტერესებული პირები და ისინიც, ვისაც უბრალოდ იმ კონკრეტული დღისთვის სიახლის გაგება, დანახვა სურდა.


კულტურის მინისტრმა აღნიშნული ინიციატივისთვის თიბისი გალერეას დიდი მადლობა გადაუხადა და ჟურნალისტებთან საუბრისას დასძინა, რომ თიბისი ბანკს „ქართული კულტურის პულსზე უდევს ხელი“.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიბისი გალერეას ამ ინიციატივისთვის. არაერთი ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ განხორციელებული და ზოგადად, თიბისი ერთ-ერთი ის კომპოანია და ბანკი გახლავთ, რომელსაც ქართული კულტურის პულსზე ხელი უდევს სულ და ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით", - აღნიშნა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძემ, ჟურნალისტებთან გამოფენის შესახებ კომენტირებისას, უშუალოდ ნამუშევრების შინაარსა და მისი შექმნის პერიოდზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს მისი შემოქმედების ძალიან საინტერესო პერიოდია. ჩემთვის ძალიან საინტერესოა რეპრესიების დროს შექმნილი ნამუშევრების ეს სერია, რამეთუ აქ საუბარია ადამიანის თავისუფლებაზე. კარგად ჩანს თვითონ მხატვრის განცდა და ის გარემო, რომელიც ქვეყანაში მაშინ სუფევდა. ის არანორმალური რეპრესიული ფონი და პროტესტი, თავისულების სწრაფვა და ხელოვნებაში გამოხატვა იმისა, თუ რა არის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და საბოლოო ჯამში, ადამიანზეა ეს ყველაფერი ორიენტირებული. მის სხვადასხვა მდგომარეობაზე“, - განმარტა მამუკა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ მხატვრის ნამუშევრების მუდმივი ექსპოზიცია შეგიძლიათ „ლადო გუდიაშილის საგამოფენო დარბაზში“ იხილოთ.

დარბაზი მისივე სახელობის ქუჩაზე მდებარეობს და მასში გუდიაშილის გრაფიკული და ფერწერული ტილოებია წარმოდგენილი. ექსპოზიცია პერიოდულად იცვლება და ფართობ აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ლადო გუდიაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას.

სატირულ გრაფიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გუდიაშილის შემოქმედებაში. მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში, მხატვარმა მრავალი ნახატი შექმნა ამ ჟანრში. ტონირებულ ქაღლდზე ტუშით შესრუებული ნამუშევრები მხატვრისთვის საკმაოდ რთულ პერიოდს ემთხვევა, როცა საბჭოთა რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და მძიმე რეპრესიების ხანა იდგა. ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები გამოხატავენ სწორედ მის პროტესტს, ერთდროულად, როგორც სტალინის ეპოქის, ისე ფაშიზმის წინააღმდეგ.

დამთვალიერებელს მათი ნახვა 10 მაისამდე შეეძლება.


Friday, April 7, 2017

რისთვის გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია?




ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც არც თუ ისე ცოტახანს ველოდით, უკვე მიანიჭა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლოდინის მიზეზი ბევრ ჩვენგანს შესაძლებელია გაცნობიერებული არც ჰქონდეს.

რისთვის გვჭირდება ქართველებს ევროპა და ვიზის ლიბერალიზაცია? იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლა საშუალებას მოგვცემს, ბოლოსდაბოლოს ვნახოთ რა არის ევროპა. ვნახოთ, როგორია გამწვანებული ქალაქები, მოწესრიგებული მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კეთილგანწყობილი, ბედნიერი ხალხი.. ვნახოთ, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგ არ მთავრდება, რომ შეიძლება, მოხუცს ფერადი ტანსაცმელი ეცვას და საღამოობით კლუბში ცეკვავდეს. ეს ყველაფერი უნდა ვნახოთ, რადგან უკან დაბრუნებულებს ჩვენც მოგვინდეს, მსგავსი გარემოს შექმნა. და გვქონდეს არა ბიოლოგიურ, არამედ, მენტალურ საწყისებზე დაფუძნებული თავისუფლების ქონის სურვილი.

ვიზა-ლიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მიღებას, ის გვანიჭებს საშუალებას, ყოველ 6 თვეში 3 თვე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ამასთან, უვიზო რეჟიმი მართალია საქართველოს მოქალაქეებს არ ანიჭებს ევროკავშირში მუშაობის საშუალებას, რა საკითხიც ასეთი პრობლემურია ჩვენთან, არამედ ის ქმნის შესაძლებლობას, მოკლევადიანი ვიზიტის ან ვიზიტების შედეგად, პირმა მოიძიოს სამუშაო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა პროცედურის გავლის შემდეგ, ასევე კანონიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სამუშაოდ წავიდეს.