სოციალურ მედიაზე საუბრისას, შეგვიძლია გავცდეთ ჟურნალისტურ საზღვრებს და გავაქროთ ცნება "ჟურნალისტიკა“, რადგან სოციალურ მედიაში, ნებისმიერ მოქალაქეს
შეუძლია იყოს ჟურნალისტი.
სოციალურმა მედიამ დაამკვიდრა მოქალაქე ჟურნალისტის
ცნება, რადგან ამ მედიაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იყოს ჟურნალისტი. ყველას
მისცა საშუალება, რომ ასახოს და გამოაქვეყნოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მედიაში საზღვრებს არავინ აწესებს, აქაც ძალიან ბევრი ეთიკური სტანდარტის დარღვევას ვაწყდებით.
მაგალითად,ზოგიერთ ჟურნალისტი, როდესაც მუშობს სოციალურ მედიაში, აფიქსირებს თავის პირად პოზიციებს კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით, რაც ქმნის მიკერძოებულობის
პრობლემას, რომელსაც ძალიან ბევრი ჟურნალისტი უკვე წააწყდა.
ამასთანავე, სოციალურ მედიაში, უფრო ხშირი კონტაქტი შეიძლება გგქონდეს რესპოდენტებთან, ყველას ყველას
ფოტოზე შეუძლია დაკომენტარება, ნებისმიერ საკითხზე კომენტარის დაფიქსირება
და ა.შ. ასევე, შესაძლებელია, რომელიმე მოქალაქე ჟურნალისტმა, ვინაიდან ინტერნეტი გახსნილი სივრცეა, სელებრითის
თუ პოლიტიკოსის ფოტო გადმოწეროს და რაღაც პროვოკაცია დაიწყოს. ამის მაგალითია, სელებრითების
ფოტოებით გაკეთებული უამრავი „ფეისბუქის“ გვერდი, რომელთა ავტორებიც რეალურად ისინი არ არიან და თავადაც
უკვირთ ხოლმე მსგავსი რაოდენობის გვერდის არსებობა სოციალურ ქსელში. ამრიგად, შეგვიძია ვთქვათ, სოციალური
სივრცე ვითომ რომ ჩაკეტილ და პირად სივრცედ მოიაზრება, სინამდვილეში ძალიან ღია სივრცეა,
რომელის საშუალებითაც ყველას ყველაფერზე აქვს წვდომა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინტერნეტმედიას ბევრი მომხმარებელი
ჰყავს, რადგან მისი საშუალებით ინფორმაციის გაგება უფრო კომპორტულია. რეალურად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ოპერატიულად ჰქონდეს წვდომა ახალ ამბებზე
და ძალიან მარტივად, ნებისმიერ ადგილზე ყოფნისას გაიგოს ქვეყანაზე რა ხდება.
გაზეთს და ტელევიზიას კი, ამ მხრივ შეზღუდული საზღვრები აქვს და აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ ახლა, როდესაც დაინახეს ტელევიზიებმა და გაზეთებმა, რომ თურმე ინტერნეტმედია უფრო პოპულარულია
და მას უფრო მეტი რეიტინგი, რეკლამა მოაქვს და ხალხი მასიურად გადართულია ინტერნეტქსელებზე, დაიწყეს გაზეთის ინტერვერსიის შექმნა, ტელევიზიამ გაიკეთა ინტერნეტ-საიტი.
მაგალითად, რუსთავი2-მა საიტი აამუშავა, რადგან მიხვდა,
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა, სჭირდებოდა საიტი, რადგან ქვეყანაში რაღაც რომ ხდება 2 საათზე, ისინი სამსაათან კურიერს აღარ დაელოდებიან და საშუალება ექნებათ საზოგადოებას ხმა მიაწვდინონ.
ამასთანავე, სოციალური მედიის ერთ-ერთი პრიორიტეტია ლაივები და ლაივსტრიმები, რომლებიც ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს იყვნენ მაქსიმალურად
ოპერატიულები და ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი შემთვევის ადგილიდან ჩაერთონ პირდაპირ
ეთერში. სწორედ ეს არის თანამედროვეობის ხიბლი.
დავუშვათ, ერთმანეთს რომ შევადაროთ ორი სოციალური ქსელი, „ფეისბუქი“ და "ინსტაგრამი“, აღმოვაჩენთ, რომ მათ შორის არც თუ ისე ბევრი მსგავსებაა.
მაგალითად, „ფეისბუქის“ საშუალებით ინფორმაციას,
„ფეისბუქზე“, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ მოწონებული გვერდებიდან ვიგებთ,
რომლებიც ჩვენს „ნიუს ფიდ“-ზე ვარდება. ამასთან,
შესაძლებელია ინფორმაციის მიღების წყარო მეგობრის მიერ გამოწვეყნებული პოსტი ან სტატუსი
იყოს. რაც შეეხება „ინსტაგრამს“, ინფორმაციის მიღების წყაროდ ეს ქსელი ნაკლებად გამოგვადგება.
მსგავსება არის ის, რომ ინსტაგრამზე, ისევე როგორც „ფეისბუქზე“, მეილის საშუალებით შეგვიძლია დარეგისტრირება.
რაც შეეხება ფოტოების ატვირთვის ტრადიციას, „ფეისბუქსა
და „ინტაგრამს“ შორის განსხვავება ისაა, რომ ინსტაგრამზე ფოტოს ატვირთვამდე, მისი ზომისა
და ფერის შეცვლა შეგვიძლია, რასაც მის „ფეისბუქზე“ ატვირთვამდე ვერ მოვახერხებთ.
ამასთან, ვინაიდან „ინსტაგრამს“ არ აქვს ვიდეოს დამატების
ფუნქცია, მასზე არ შეგვიძია არანაირი სახის ვიდეოს გამოქვეყნება თუ ლაივსტრიმის ჩართვა,
როგორც „ფეისბუქზე“.
მეგობრების დამატებას რაც შეეხება, „ფეისბუქზე“ ვამატებთ
add friens
- ის საშუალებით, „ინსტაფრამზე კი ე.წ „დაფოლოებით“.
ამასთან ფეისბუქს“ გააჩნია პირადი
მიმოწერის ფუნქცია, „ინსტაგრამი" კი ამას მოკლებულია, ისევე როგორც მისი საშუალებით
არ შეგვიძლია არც ჯგუფების შექმნა და არც მათში გაწევრიანება. თუმცა უნდა აღინიშნოს,
რომ ორივე ამ მედიასაშუალებაზე ფოტოების დაკომენტარება და გაზიარება ერთანაირად შეიძლება.
და კიდევ, მარკეტინგული შესაძლებლობები ამ ორი ქსელიდან, ფეისბუქს აქვს მხოლოდ, ვინაიდან
ფეისბუქზე გარკვეული მასალის გაზიარება, ამა თუ იმ ბლოგს თუ ინტერნეტგამოცემას მნახველების რაოდენოაბას უზრდის და რეიტინგზეც დადებითად აისახება.