თსუ რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის Times Higher Education-ის მონაცემებით, 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301-ე პოზიცია დაიკავა.
თსუ-მ ყველაზე დიდი შეფასება აიღო საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში – საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას; ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი (გულისხმობს გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით).
აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში საკონკურსოდ Times Higher Education -მა კვლევითი კომპონენტის შესაფასებლად გამოიყენა უნივერსიტეტების გამოცემების რაოდენობაც. რეიტინგში აისახა მხოლოდ ის პუბლიკაციები, რომელიც Elsevier Scopus-ის ბაზაში იძებნება.
შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:
• სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
• კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
• ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
• საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
• ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, თანამშრომლებისა და სტუდენტების რაოდენობრივ შეფარდებას, სამეცნიერო კვლევების პროდუქტიულობას, რეფერირებად ჟურნალებში კვლევების გამოქვეყნებას, ციტირების ინდექსს.
(სტუდენტთა მე-4 სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში)
(თსუ-ს სამეცნიერო კონფერენცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესახებ)
როგორც თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, თამარ ვეფხვაძემ აღნიშნა, ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, ვინაიდან შანხაის არანჟირებაში, უნივერსიტეტმა ფიზიკის მიმართულებით 151-ე, მე-200 პოზიცია დაიკავა, ეს კი, როგორც მეცნიერებისთვის, ისე უნივერსიტეტისაც მნიშვნელოვანი შედეგია.
თამარ ფოფხაძე იმედოვნებს, რომ თბილისის სახელმწუფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევები, დაახლოებით ერთ წელიწადში, კიდევ უფრო მეტ აღიარებას მოიპოვებს არა მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, არამედ სხვა მიმართულებებითაც, როგორიცაა: ჰუმანიტარული, პოლიტიკური, სოციალური მეცნიერებები.
ვროპის უნივერსიტეტები მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. ჩამონათვალს კვლავ ოქსფორდის უნივერსიტეტი ლიდერობს. მასთან ერთად ჩამონათვალში გაერთიანებული სამეფოს 90 სხვა უნივერსიტეტია. უნივერსიტეტების რაოდენობით მე-2 ადგილს გერმანია იკავებს (41 უნივერსიტეტი, მათგან უმეტესობა 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა).
2017 წლის ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში ევროპის 35 ქვეყნის უნივერსიტეტებია წარმოდგენილი:
2017 წლის ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში ევროპის 35 ქვეყნის უნივერსიტეტებია წარმოდგენილი:
პირველი ათეული კი შემდეგია:
ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) - მდებარეობს ოქსფორდში, ინგლისი, და ინგლისურენოვანი მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტია.უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ.
კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) - სიძველით მეორე უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში.
ლონდონის სამეფო კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი)
The École polytechnique fédérale de Lausanne (შვეიცარია)
ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად სიის სათავეში ბრიტანული უნივერსიტეტია. მანამდე, წლების განმავლობაში პირველ ადგილს ამერიკული უნივერსიტეტები იკავებდნენ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც გასულ წელს „თაიმსის“ მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში მოხვდა.
„თაიმსის“ რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ რანჟირებაა, საქმიანობის 12-წლიანი გამოცდილებით. 2016-2017 წელს „თაიმსმა“ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში თსუ 801+ ადგილს იკავებს და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან.
ლელა მდივანი